კახა კალაძე - გლდანში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია - შეიძლება, აღნიშნული სივრცის მესაკუთრისთვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოგვიწიოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა დადგინდეს, რა კრიტერიუმებით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. ის არ გამორიცხავს, რომ მფლობელს სივრცე ჩამოერთვას და სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

კახა კალაძემ განმარტა, რომ ტბის ტერიტორიაზე ღრმა კვლევები ჩატარება.

„გლდანის რაიონში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. პირველადი მოკვლევის შედეგად შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა. იცით, რომ აღნიშნული ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ბევრია ასეთი შემთხვევა, როდესაც ასეთი სივრცეების გასხვისება ხდებოდა. ეს სივრცე არის კერძო საკუთრება, იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა, ამ საკითხზე აუცილებლად დავიწყებთ მოკვლევას. დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, გაიარეთ დეტალები, რა კრიტერიუმებით გასხვისდა აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და არ ვიცი, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, თუმცა, ის მდგომარეობა, რაც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან ცუდია, რაც იქ ხდება. თუმცა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები 3 ძირითადი მიმართულებით: ესენია ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომ გავიგოთ, თუ რატომ ხდება ტბის დაშრობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კვლევების შედეგად ასევე შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა და განისაზღვრება მისი გაჯანსაღებისთვის კონკრეტული ღონისძიებები“,- განაცხადა კალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის