თბილისის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამის გადამზადებას 200-მდე მწვრთნელი გაივლის.

„თბილისის მერიის მხარდაჭერით, იწყება თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა. გადამზადებას გაივლის 200-მდე მწვრთნელი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ავარჯიშებენ მოზარდებს. გადამზადების კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნობიან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შემოტანილ თანამედროვე ტენდენციებს. მათ საერთაშორისო დონის სპეციალისტები გადაამზადებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე მწვრთნელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა