უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული რაკეტა და Shahed-ის ტიპის 18 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„სულ რუსების მიერ გაშვებული 20 უპილოტო საფრენი აპარატიდან 18 და ერთი მართვადი რაკეტა ჩამოვაგდეთ“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ რუსების სამიზნეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა.