ნინო წილოსანის განცხადებით, ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფის ფაქტის გენდერული საბჭოს სხდომაზე განხილვის საჭიროება არ ყოფილა

განმცხადებელმა მოიხადა ბოდიში, საკმაო დროა გასული და რეაგირებას ისეთია მიცემული, რომ გენდერული საბჭოს განცხადება აღარ იგეგმება - ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ „მონის“ და „რუსეთის აგენტის“ ძახილი არ წაახალისებს ნორმალური პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წილოსანის თქმით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გუშინდელ განცხადებას ქალი დეპუტატის მიმართ ჰქონდა „გენდერული კუთხით მძიმე დატვირთვა“, თუმცა, ამის მიუხედავად, საკითხის საბჭოს სხდომაზე დეტალურად განხილვის საჭიროება ვერ დაინახეს.

„გუშინდელ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით შეფასებები ერთმნიშვნელოვანია, მიუღებელია, ნამდვილად გამართლება არ აქვს იმ ყველაფერს, რასთან დაკავშირებითაც, განმცხადებელმაც ისაუბრა და ბოდიში მოიხადა, არა მხოლოდ მან, ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდანაც იყო განცხადება გაკეთებული, ამიტომ გენდერული საბჭოს დღევანდელი სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად არ დაესწრო ოპოზიცია, ამ საკითხის უფრო მეტად, დეტალურად განხილვის საჭიროება არ ყოფილა, რადგან საკითხზე შეფასებები ერთმნიშვნელოვანია.

თავისთავად იმ ფაქტს, რომ ქალი დეპუტატის მიმართ ამგვარად იყო მიმართვა განხორციელებული, ჰქონდა რა თქმა უნდა, გენდერული კუთხით მძიმე დატვირთვა და შესაბამისად, განმცხადებელმა მოიხადა ბოდიში, ვფიქრობთ, საკმაო დროა გასული და რეაგირებებიც ისეთია მიცემული, რომ გენდერული საბჭოს განცხადება ამ ეტაპზე აღარ იგეგმება, თუმცა, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები, რომელიც ნეგატიურია,“ - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის