თეონა აქუბარდია უმრავლესობას - თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!

თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს - მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.

„ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე ასეთი ეპითეტები გამოიყენოს და ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთოს, ამ შემთხვევაში მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „გაგორებული ფალავანი“ მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია რაც მან ჩემს - საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ წამოიწყო, ეს მოუბრუნდა მას. ამით მან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე, მე არ მგონია, რომ მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზეც, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. ამიტომ თუ გნებავთ გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს. მე მოვითხოვ, რომ მან დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს და დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას.

„ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. რაც შეეხება სინანულს - გასაგებია, თქვენ შეიძლება ობიექტი იყოთ, მაგრამ მე მგონი, ყველამ უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი ფორმებით სინანული გამოთქვას.

აქვე ვიტყვი - ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა, იმ ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ,“ - მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით