კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის და სტრუქტურული ოპტიმიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უწყების დებულებაში რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ძალაში 1-ელი ნოემბრიდან შედის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილებების აუცილებლობა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერებამ და ახალი ფუნქციების დამატებამ განაპირობა.

„მიღებული ცვლილებების თანახმად: სააგენტოს თავმჯდომარეს ორის ნაცვლად ერთი მოადგილე ეყოლება; იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული - სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომელიც როგორც შიდა - სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე გარე - დაინტერესებული მხარეების სასწავლო პროექტების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი; ძლიერდება კომუნიკაციის დეპარტამენტი საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულებით; იქმნება ქოლ ცენტრი სააგენტოში შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით; იხვეწება შიდა აუდიტის ფუნქციები და ძლიერდება ფინანსურ ადმინისტრაციული მიმართულებები; „ელექტრონული კომერციის“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ახალი ფუნქციები ემატება; ზუსტდება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილებები ხორციელდება USAID--ის პროგრამის HICD პროექტის ფარგლებში ჩატარებული სააგენტოს ფუნქციონალური ანალიზის შედეგების თანახმად. ცვლილებები სააგენტოს დაფინანსების მოცულობაზე გავლენას არ ახდენს.

ამ დროისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში