ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე - ეს ამომრჩევლის მორიგი ღალატი იქნება - არ ვიცი, ზურაბიშვილი ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კიდევ ერთხელ უღალატოს ამომრჩეველს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, შესაძლოა, თუ არა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი წითელ ხაზებს თანდათან კვეთს.

„რაც შეეხება გვარამიას და სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ზურაბიშვილისგან ზოგადად არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თქვენ იცით, რომ მას თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, მისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, ვნახოთ, ეს მისი საქმეა, იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!