ირაკლი კობახიძე - თუ კარასინმა აბაშიძე საქმის კურსში ცალმხრივად ჩააყენა, რომ ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღოთ, ეს მაინც რჩება ცალმხრივ გადაწყვეტილებად - ეს არ არის მოლაპარაკება

ეს არ არის მოლაპარაკება - რუსეთმა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო, არაფერი არ იყო შეთანხმებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კარასინი-აბაშიძის სავარაუდო საუბრის ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მას ჩანაწერები არ მოუსმენია, თუმცა თუ კარაისნმა აბაშიძე ცალმხრივად საქმის კურსში ჩააყენა, რომ შეიძლებოდა რუსეთს ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიეღო, ეს მაინც ცალმხრივი გადაწყვეტილება რჩება.

„უპირველესად, მე არ მომისმენია საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო. როგორც ცალმხრივად გააუქმა ფრენები, ასევე ცალმხრივად აღადგინა. რაც შეეხება ხელისუფლების შესაძლო რეაქციას - ერთადერთი, რითაც ჩვენს ხელისუფლებას შეეძლო ფრენების შეზღუდვა იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მე არ მომისმენია საუბარი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ ცალმხრივად კარაისნმა აბაშიძე საქმის კურსში ჩააყენა, იმასთან დაკავშირებით (შეიძლება ბევრი რამე იკითხოს კარასიმა), რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღო რუსეთის ფედერაციას, ეს მაინც რჩება ცალმხრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ასევე გრიგორი კარასინის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ არ აინტერესებს, რას საუბრობს კარასინი ზურაბიშვილზე.

„მე არ მაინტერესებს რას საუბრობს კარასინი ზურაბიშვილზე... მე არ ვაკეთებ კომენტარს კარასინის განცხადებაზე. ეს არ არის ჩემი საქმე. თქვენ შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს, ჩემი საქმე არ არის, რუსი პოლიტიკოსების განცხადებებში ჩაღრმავება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.

რაც შეეხება კარასინი მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტის CBS-თან ინტერვიუს "ბოდვა" უწოდა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის