მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის შეწყალება არის თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში და მას შემდეგ აკეთა

სააკაშვილის შეწყალება არის თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში და ასევე, მას შემდეგ აკეთა - შეძლებს თუ არა ზურაბიშვილის სააკაშვილის შეწყალებას უპროგნოზო ამბავია, თუმცა გაკვირვებით აღარაფერი გაგვაკვირვებს, გამორიცხულია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „მავნებლობებზე“ პასუხისმგებლობა გაიზიაროს, მაშინ მას შეიწყალებს კიდეც.

„სააკაშვილის შეწყალება არის თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში აკეთა და ასევე, შემდეგ რასაც აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, დამატებული ამაზე პასუხისმგებლობის აღება იქნება. თუ ეს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს მაშინ ალბათ, შეიწყალებს კიდეც, თუმცა გაკვირვებით აღარაფერი აღარ გაგვაკვირვებს, გამორიცხულია. ამდენი დღეა გასული და ქალს, პრეზიდენტის, ჩვენს მიერ მხარდაჭერილს, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერილს, ვერ წამოვაცდენინეთ, საქართველო დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. შეძლებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას უპროგნოზო ამბავია. ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს, რომ ის პასუხისმგებლობას აიღებს და გაიაზრებს სააკაშვილის მიერ 2003-2012 წლებში და მას შემდეგაც ნაკეთებ მავნებლობებზე,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება