ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახლად არჩეულ ეპისკოპოსს, კირაკოს დავთიანს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ დავითიანს ეპისკოპოსად არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ ეპარქია ნაყოფიერად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან, მათ შორის, ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში.

ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია უმასპინძლებს. რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები მონაცვლეობით აღნიშნავენ და ამჯერად, ჯერი სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაზეა.

შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება