ილიაუნში საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები - 2023“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომუნიკაციების სფეროში, საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი “თბილისის პიარის დღეები -2023” გაიმართება.

როგორც ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენცია 3 ნოემბერს, 19:00 საათზე ჩატარდება.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, ყველაზე აქტუალურ საკითხზე - პიარში ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრებენ.

2023 წლის მოწვეული სპიკერები არიან:

  1. ნიკო ლოაუგუსტომანიკა - გიზმას ბიზნესსკოლა, პროფესორი
  2. მაკ მერსონი - Ambrosia Consulting-ის თანადამფუძნებელი
  3. გიორგი არველაძე - "Xtar"-ის ბიზნესის ზრდის ხელმძღვანელი
  4. ნინო მოსიაშვილი - Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და COO-ა
  5. გიორგი გიორგაძე - ს ქილვილი, CEO
  6. ირაკლი ბესელიძე - CALEN AI, დამფუძნებელი
  7. გიორგი (ქუცა) რუხაძე - ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ლექტორი

ფორუმი 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ყოველწლიური ხასიათი მიიღო. ღონისძიება სტუდენტების ინიცირებით იმართება და მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეხვედრის მიზანია, საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება, დამაკავშირებელი ხიდის შექმნა წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა