ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციოული ბიურო ავრცელებსს.
მათი ცნობით, 23 ოქტომბერს, ანტიკორუფციულ ბიუროსა და ბავარიის თავისუფალი მხარის იუსტიციის სამინისტროს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრას მასპინძლობდნენ ჰილდეგარდ ბოიმლერ-ჰეზლი, მიუნხენის ოლქის გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორი და დანიელ ზემრენი, ბავარიის თავისუფალი მიწის მთავრობის დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ევროპულ ქვეყნებში, რომელიც ასევე ანტიკორუფციულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციის მიმართულებით არსებული რეფორმები და აქტივობები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების გაცნობასა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი მიმართულებებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვას
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ნოტარიუსი ბაიერნის თავისუფალ მიწაზე - მარკუს მიულერი; იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით - გიორგი ხუბუა; ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა და ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი - მარიამი კეპულაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.