ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში, პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით ცხინვალში პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, ბორდერიზაციის ფაქტი გუშინ დაფიქსირდა ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც გავლებული იქნა მავთულხლართები.

„დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 7 თანამოქალაქე. დაკავება მოხდა ოკუპირებულ სოფელ „გვირგვინას“ მიმდებარედ ტერიტორიაზე. ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ სოფელ ქარძმანთან. ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა გუშინ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც გავლებულ იქნა მავთულხლართები“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 115-ე შეხვედრა იმართება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა