უკრაინამ ღაზას სექტორიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო

უკრაინამ ღაზას სექტორიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

ნიკოლენკოს ცნობით, უკრაინის 358 მოქალაქე ითხოვს ღაზას სექტორის დატოვებას, მათგან უმეტესობა კი ქალი და ბავშვია.

„ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზადან უცხოელები ეგვიპტეში დაუშვას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა უკრაინელების ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო“, - აცხადებს ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, დღეს, ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც დაშავებულებსა და უცხოური პასპორტის მფლობელებს ღაზას დატოვების უფლება მიეცათ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს