პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელს შეხვდა

ევროკავშირის პროექტის - „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, საექსპერტო მისიით, ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელი იეკატერინა მაცუკა ესტუმრა. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა ექსპერტს, პროექტის გუნდის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ასევე, ისაუბრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხზე და ამ პროცესში ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

„ექსპერტმა, იეკატერინა მაცუკამ საექსპერტო მისიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი კანონით გათვალისწინებული საკანონმდებლო ნოვაციების, ინსტიტუტების შესახებ ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გამოცდილება გაუზიარა.

ევროკავშირის პროექტი - „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“, სხვა საკითხებთან ერთად, სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებას ემსახურება, რა მიზნითაც დაგეგმილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკაზე სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სასწავლო პროგრამებისა და საინფორმაციო მასალების შემუშავება, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მექანიზმის შექმნის მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები