„საქსტატში“ უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

„საქსტატში“ უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. უწყებათაშორისი საბჭო სტატისტიკის სისტემის 2024-2027 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა.

საბჭოს თავმჯდომარე „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძეა და იგი თერთმეტი უწყების წარმომადგენლისგან შედგება.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მიმოიხილეს. ისაუბერეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, “სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გავრცელებისა და გამოყენების გაუმჯობესება. ამასთან, აღნიშნული სტრატეგია განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის”.

ღონისძიებას უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები, ასევე, პროექტში ჩართული ადგილობრივი ექსპერტები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და წარდგენილ იქნა კონკრეტული გეგმები, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისა და ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება