ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით შეუერთდა

ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით შეუერთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუნესკოს ეს გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს, მსოფლიო ქალაქების დღეზე გახდა ცნობილი.

„იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების წევრობაზე მსოფლიოს მასშტაბით საკონკურსო განაცხადების მიღება ყოველწლიურად შემდეგი მიმართულებებით ცხადდება: რეწვა და ტრადიციული ხელოვნება, დიზაინი, კინო, გასტრონომია, ლიტერატურა, მედია ხელოვნება და მუსიკა.

აღნიშნულ განაცხადზე ქუთაისის ხედვა მის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციას ეფუძნება ლიტერატურისა და ინოვაციური შემოქმედებითი პრაქტიკების გათვალისწინებით, რომელიც გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებული გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებთან და გამოწვევებთანაა თანხვედრაში.

ახალი სტატუსის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქის კულტურული დინამიკა ორიენტირებული იქნება ლიტერატურული პროცესებისა და სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი თანამშრომლობების განვითარებაზე, სადაც საერთაშორისო გაცვლა და თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქუთაისისთვის უდიდესი შანსია, რომ მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციაზე დაყრდნობით შექმნას სრულიად ახალი კულტურული იდენტობა.

დეტალურ ინფორმაციას ქალაქის ახალი სტატუსის შესახებ ქუთაისის მერია ფართო საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება