ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 8796-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზაში 8796 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 3648 ბავშვი და 2290 ქალი.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 22219 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2030 ადამიანი ითვლება.
შეგახსენებთ, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზადან ეგვიპტეში დაშავებულები გადაიყვანეს.