გალტ & თაგარტი - 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

გალტ & თაგარტმა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთ-დღიანი ვიზიტორები.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის