გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე და 2024 წელს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.7-ის ფარგლებში იქნება

გალტ & თაგარტმა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია განმარტებული, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში იქნება.

„2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია. რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები“, - აღნიშნულია კვლევაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს