„გალტ & თაგარტი“ - 2023 წლის დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთს 9.75%-ის დონეზე შემცირებას ველოდებით

გალტ & თაგარტის მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების კვლევაში ასახული პროგნოზის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 9.75%-ის დონემდე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.

ანგარიშის თანახმად, ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება - სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა. ინფლაციის შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელებაც.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.0%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, განვაახლეთ რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი და 2023 წლის დეკემბერში ველოდებით 9.75%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება ჩვენს წინა პროგნოზს“, - აღნიშნულია კვლევაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა