გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, თავს დაესხნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, რომლებმაც მისი მანქანის მიმართულებით ოთხი გასროლა განახორციელეს

დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს იყრიდაოპოზიციის კვოტით, დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან მასზე თავდასხმა განხორციელდა.

კერძოდ, როგორც ტატუაშვილი განმარტავს, თავს დაესხნენ მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი.

მისივე თქმით, სოფელ დიდ დმანისთან „მერსედესის“ მარკის მანქანა აედევნა, რომლის მგზავრების მხრიდანაც ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი გასროლა მოხდა.

„მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც ფიზიკური დაზიანებისგან მიხსნა. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის მიერ. მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ჩემზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭერა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა