საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის თაობაზე პრემიერ-მინისტრს წინადადებით მიმართა.
შესაბამის წერილს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2023 წლის 1-ელ აპრილის მდგომარეობით ბაზაში ირიცხება თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე - 123 პირი; აღნიშნული დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრი - 5 პირი და დარბევის დროს დაზარალებული სულ - 299 პირი.
იხილეთ წინადადების სრული ვერსია