თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ შეიძლება არსებობდეს ერთი სტანდარტი უკრაინისთვის და მეორე პალესტინისთვის

არ შეიძლება არსებობდეს ერთი სტანდარტი უკრაინისთვის და მეორე პალესტინისთვის, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის გარშემო გაერთიანდა, მაგრამ ღაზას ბედზე დუმს.

„არ შეიძლება არსებობდეს ერთი სტანდარტი უკრაინისთვის და მეორე პალესტინისთვის. თუ ჩვენ გვინდა სამართლიანი სამყარო, ჩვენ ყოველთვის პრინციპულად და თანმიმდევრულად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ფიდანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს