შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს გერჰარდ კარნერს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში - ქეთევან ციხელაშვილი.

„ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ალექსანდრე დარახველიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და ვენის პოლიციის დირექციას ეწვია, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის