კახა კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე - არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა გამორიცხული არაფერია, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია

გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თხოვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება.

კალაძის თქმით, პრეზიდენტის შეწყალებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.

„არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს. თუ გავითვალისწინებთ კონსტიტუციის დარღვევას, იმ ხაზს რა ხაზსაც ატარებს, პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯებზეა“ და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღის წესრიგი აქვთ.

ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სხვა კონკრეტული საკითხებია რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ნიკა გვარამია სთხოვს. გვარამიას თქმით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო