ანონსი  2 ნოემბერი

2 ნოემბერს, 10:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე პრესკონფერენციას და კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „შეჩერებული და ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაფლანგული მილიონები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი 599 88 09 08

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, დამსაქმებელთა ასოცოციაციის წევრ კომპანიებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე შეხვდება.

თემები: „კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები;

მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები“.

მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული

საკონტაქტო პირი: ცირა იობაშვილი, 598544415

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, „ლიბერთი ბანკის“ „ოვერდრაფტით" დაზარალებულ პენსიონერებს, დევნილებს, შშმ პირებს და მარჩენალდაკარგულებს განცხადებით მიმართავს, რის შემდეგაც მოქალაქეები პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

მის: ვახტანგ გორგასლის 24

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარის, უჩა სეთურის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად პარლამენტთან „ლელო“ სოლიდარობის აქციას გამართავს.

საკონტაქტო: 557229837

2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება.

მის: ერეკლე მეორეს მოედანი #1

2 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

2 ნოემბერს, 12:00 საათზე, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - ლევან ცუცქირიძე, წარადგენს ინიციატივას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის დამატებით (ონლაინ) შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მის: ლ. შარაშიძის ქ.7 (ფიქრის გორა).

2 ნოემბერს, 12:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

2 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, „ლექსო - პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: ,,ჰარაკი“, პ.მელიქიშვილის 20

საკონტაქტო: 598 100 228 თამთა ჩხაიძე

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე