ისრაელის თავდაცვის ძალები - ჩვენმა ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვის ხაზი გაარღვიეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს.

„სახმელეთო ოპერაცია დაგეგმილისამებრ მიმდინარეობს. წინასწარი დაგეგმვით, ზუსტი დაზვერვით და ერთობლივი თავდასხმებით [ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან] ჩვენმა ძალებმა გაარღვიეს „ჰამასის“ თავდაცვის წინა ხაზი ღაზას სექტორის ჩრდილოეთით“, - აცხადებს ჰაგარი.

შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპზე გადავიდა, კვირას კი განმარტა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააძლიერებენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა