საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პრესტურს უმასპინძლა

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მარკეტინგული სააგენტოს “Kleber Group” წარმომადგენელს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეს ტურის ფარგლებში ჟუნალისტები საქართველოში ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

„ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევნენ თბილისს, უფლისციხეს და იმოგზაურეს რაჭის რეგიონში. ისინი ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას გაეცნენ, დააგემოვნეს ქართულ ღვინო.

ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: Funke Mediengruppe, Frankfurter Rundschau, Nürnberger Nachrichten, ADAC Travel Magazin, Smokers Club & Genussmaenner.de, Mortimer Reisemagazin, Augsburger Allgemeine,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა