„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

3 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ფონიჭალისა და სოღანლუღის წყალმომარაგების რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 3 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან 4 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალის, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, სოფელ ფონიჭალასა და კრწანისს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას