ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად, პარტია „ლელო“ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას მართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად პარტია „ლელო“ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სოლიდარობის აქციას მართავს.

მათ ხელში უჭირავთ ბანერი, წარწერით, „სოლიდარობა ირაკლი ბებუას”.

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ირაკლი ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის და ღირსების საქმეა.

„ჩვენ, „ლელო”, ირაკლი ბებუასა და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის იზოლატორებში იმყოფებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ. ირაკლი ბებუას და ქრისტინა თაკალანძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას. სახელმწიფოს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე გააძლიეროს. ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის, ღირსების საქმეა. საჭიროა, რომ ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენონ, ამის ბერკეტები აქვთ განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს. თუ ისურვებენ, იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა და პატრიოტული სულისკვეთება, ეს ადამიანები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის