თბილისში წიგნის დღეები გაიმართება - გენერალური პარტნიორი კი „საქართველოს ბანკია“

10-12 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიების გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება, სადაც კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მათი საყვარელი გამომცემლობის, სტამბებისა და მაღაზიების წიგნები და პროდუქცია. ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ სპეციალური ფასდაკლებით და შეთავაზებებით.

„ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით „საქართველოს ბანკის“ ტერმინალზე გადახდისას იმოქმედებს ქეშბექი. რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი წიგნის „საქართველოს ბანკის“ ბარათით შეძენისას თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაუბრუნდება. ამისათვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ სივრცეში, სტუმრები შეძლებენ ჩაერთონ ბანკის მიერ ორგანიზებულ საინტერესო აქტივობებში, ასევე ეწვიონ „საქართველოს ბანკის“ მიერ მოწყობილ გარე რეკრეაციულ სივრცეს.

„საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელის, ანა ლომთაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს.

„საქართველოს ბანკი“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ თბილისის წიგნის დღეების გენერალური პარტნიორები ვართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ მკითხველებს, აღმოაჩინონ ახალი წიგნები, მიიღონ რეკომენდაციები და შეიძინონ მათთვის სასურველი გამომცემლობების სერიები სპეციალურ ფასად, ასევე შესაძლებლობას აძლევს გამოცემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა. თბილისის წიგნის დღეები მკითხველთა საყვარელი ღონისძიებაა, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მცირე წვლილი მიგვიძღვის ამ ღონისძიების განხორციელებაში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.

ბანკის ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე - კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა