შსს - „კანონისა და წესრიგის“ გლობალური ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია Gallup-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, Gallup-ის კვლევა 2022 წლის 8 აგვისტო-31 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1000 რესპონდენტი გამოიკითხა.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, წელს საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და 87 ქულას შეადგენს.

„ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართ.

საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად საქართველო ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს როგორებიცაა ავსტრია, ნიდერლანდები და ჰონგ კონგი.

ასევე, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ 1-2 ქულით ჩამოუვარდება გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, ესტონეთის და ესპანეთის მაჩვენებელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა