პარლამენტის პლენარული სხდომა კვლავ ირაკლი ბერაიას განცხადების საკითხზე დაპირისპირებით დაიწყო - შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან ისევ გააძევა

პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.

დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველი განსახილველი საკითხი „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. მან ბერაიას სამარცხვინო უწოდა.

„სამარცხვინო კაცი ხარ, გადადექი!“- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მისი მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

„დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ხართ დარბაზიდან. მანდატურს მივმართავ, დაატოვებინეთ დარბაზი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება