„პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად რამილ იმამოვი დაინიშნა

სს „პაშა ბანკ საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის ოქტომბრიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად რამილ იმამოვი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „პაშა ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რამილ იმამოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრის და მაგისტრატურის ხარისხით, ეკონომიკური რეგულირების მიმართულებით.

„მისი კარიერა დაიწყო Bank of Baku OJSC-ში, მიკრო ფინანსებისა და იპოთეკის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, შემდეგ კი Bank Respublika OJSC-ის ფილიალის მენეჯერად, სადაც მართავდა გაყიდვებსა და უზრუნველყოფდა მომსახურების ხარისხს. 2010 წელს შეუერთდა Kapital Bank OJSC-ში ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

2018 წელს ბატონი რამილი გახდა საცალო გაყიდვების მთავარი ოფიცერი Kapital Bank OJSC-ში. ის წარმატებით მართავდა მრავალ დეპარტამენტს და ხელმძღვანელობდა გაყიდვების სტრატეგიებს.

ბატონი რამილი 2023 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა სს „პაშა ბანკი საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორად.

„პაშა ბანკი“ არის „პაშა ჯგუფის“ ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.

„პაშა ბანკმა“ საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის