ავსტრალიაში ტყის ხანძრებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, გამოცხადებულია სავალდებულო ევაკუაცია

ავსტრალიის ქვინსლენდის შტატში ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.
მაშველებისა და მეხანძრეების ცნობით, ხანძარი ძლიერი ქარის გამო უკონტროლო ხდება.
სტიქიურ უბედურებას შტატში სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარმა ასობით შენობა გაანადგურა. ავსტრალის ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი ზელანდიელი მეხანძრეები ეხმარებიან.

























