ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა ნაგავსაყრელების დახურვის პროცედურები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, შარშან აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები, რის შედეგადაც წნორის არსებული ძველი ნაგავსაყრელი დაიხურა და რუსთავისა და თიანეთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან, დახურულია 25. დასრულდა 16 არსებული ძველი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე, 11-ის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„გრძელდება მუშაობა 6 ახალი რეგიონული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ცენტრის მშენებლობისათვის, რომლის პარალელურად, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ძველი ნაგავსაყრელი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება 2 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ცენტრის მშენებლობისთვის. ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ობიექტები მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. ასევე, 2022-2023 წლების განმავლობაში, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს, ლანჩხუთსა და ქობულეთს გადაეცათ 110 ერთეული თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 12 000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, გაწეული საქმიანობის შედეგად, „მყარი ნარჩენების კომპანიამ“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 30.7 მილიონი შეადგინა, კომპანიის 2023 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტი 102%-ით არის შესრულებული.

„ზემოთ აღნიშნული შედეგების მიუხედავად, პროექტების განხორციელების პროცესში, არსებობს სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული გამოწვევები, რომელიც უკავშირდება საინჟინრო-გეოლოგიურ, ტექნიკურ მიზეზებს, თუ კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. თუმცა, სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები მიმართავენ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტებითა და ობიექტურ დროში დასაძლევად,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს