გერმანია „ჰამასთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას კრძალავს

გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა, რომელიც ქვეყანაში უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

„დღეს მე სრულად ავკრძალე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ „ჰამასის“ სახელით შეხვედრების გამართვა ან მათი პროპაგანდის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიშლება პროპალესტინური ქსელი, რომელიც „სამიდუნის“ სახელითაა ცნობილი. გასულ თვეში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები გერმანიის ქუჩებში „ჰამასის“ ტერორს ზეიმობდნენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში