გიორგი ვაშაძე - თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!

თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრი 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, საცობებმა ქვეყანაში გადაადგილება შეუძლებელი გახადა.

„ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ 23 მილიარდი ძალიან დიდი თანხაა, რომელიც დაიხარჯა ინფრასტრუქტურაში. მინდა ინფრასტრუქტურაში თქვენი მიღწევები ჩამოგითვალოთ - ბათუმის შესასვლელში საცობია, გურიაში საცობია, ზესტაფონში კატასტროფა ხდება, შემოვლითი გზა არ არის და საცობია, სამტრედია-გრიგოლეთზე აღარ ვიტყვი, ყველა ამაზე ლაპარაკობს ერთი ხიდი ვერ დაგიმთავრებიათ. წვიმას დააბრალეთ და 30 წლის წინ გაკეთებულმა ხიდებმა გაუძლო და თქვენმა 1 წლის წინ გაკეთებულმა ხიდმა ვერ გაუძლო. რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელში საცობია, თელავიდან თბილისში შემოსასვლელში საცობია, მცხეთის მიმართულებით საცობია, გუდაურის გზაზე კატასტროფა ხდება, ორი მანქანა ვერ უვლის გვერდს. ისეთი საცობია 1,5-საათიან გზას 8 საათი ანდომებენ ადამიანები. გოდერძის უღელტეხილზე საცობი არ არის, რადგან 10 წელია იმ გზას ჰპირდებით და მანქანა უბრალოდ იქ არ მიდის იმიტომ, რომ ისეთი გზაა ვერ გაივლის. ამ საცობებისთვის უხდით მადლობას ამ ადამიანს?! კალაძის საცობებმა თბილისში ხომ ბოლო მოგვიღო, ვერც სამსახურში მიდიხარ, ბავშვი სკოლაში ვერ მიგყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჭედილია და საქართველოში ქარსელაძის საცობები შეიძლება დავარქვათ, რომელმაც უბრალოდ ამ ქვეყანაში გადაადგილება შეუძლებელი გახადა. თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება