„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ თემაზე: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ შეხვედრას გამართავს

3 ნოემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ თემაზე - „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ შეხვედრას გამართავს.

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის (CIIC) ინფორმაციით, ორგანიზაცია პროექტს „თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“ იწყებს, რომლის მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საკითხში არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების სწორად გააზრების და კვლაფიციური ხედვების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებსა და საექსპერტო საზოგადოებას შორის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, თვითმმართველობის, სასამართლო და საარჩევნო სისტემის, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, რელიგიის პოლიტიკის და სახელწიფოს მართვის სხვა აქტუალურ საკითხებზე.

„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი დისკუსიათა ანალიზის შედეგებს სარეკომენდაციო სახით გადასცემს პოლიტიკურ სუბიექტებს საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების მიზნით.

პირველი შეხვედრა გაიმართება 3 ნოემბერს 15.00 საათზე სასტუმრო ჰილტონში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის 64ა).

შეხვედრის თემაა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში - შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი. შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო პარტიების ლიდერები, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტები. „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის“ სახელით: ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა