ზაზა ვაშაყმაძე „ხსნის არმიის“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმიას“ წარმომადგენლებს საქართველოში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „ხსნის არმიას“ წარმომადგენლობის დირექტორმა, კაპიტანმა რევაზ ბახტაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, მაიორმა სოფიო ბახტაძემ რელიგიის სააგენტოს წარუდგინეს ორგანიზაციის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის თაობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, „ხსნის არმია“ ინტერრელიგიური სათათბიროს წევრთა შორის იხილოს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ზაზა ვაშაყმაძეს მიღებისთვის და რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

„ხსნის არმია“ საქართველოში 30 წელია, საქმიანობს. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს