უცხო ქვეყნების მოქალაქეები და დაშავებულები ღაზას სექტორის დატოვებას აგრძელებენ

უცხო ქვეყნების მოქალაქეები და დაშავებულები ღაზას სექტორის დატოვებას აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

„ორი ავტობუსი, რომელსაც 100 უცხოური პასპორტის მფლობელი მგზავრი გადაჰყავს დღეს დილით ტერმინალში შევიდა“, - განუცხადა AFP-ს ღაზას წარმომადგენელმა, ვაელ აბუ მოჰსენმა.

ეგვიპტისა და პალესტინის ოფიციალური პირების ცნობით, დღეს 400 უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, 60-დან 100-მდე დაშავებულთან ერთად, რაფაჰის გადასასვლელს გადაკვეთს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც უცხოელებმა და დაშავებულებმა ღაზას დატოვება შეძლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება