დავით კირკიტაძე - გადით რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე და იმ საცობში გაჭედილ ადამიანებს კითხეთ, მადლიერი არიან თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და მინისტრის

ძალიან ბევრი მადლობა მოვისმინეთ და ეს ხალხი, [უმრავლესობის წარმომადგენლები] მადლობას რისთვის გიხდიან, ვერ ვხვდები - აბა ერთი, გადით [რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე] და იმ საცობში გაჭედილ ადამიანებს კითხეთ, მადლიერია თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და მინისტრის, რომელიც ამხელა თანხას ხარჯავს და დღესაც ვერ გვეუბნება კონკრეტულად [როდის იქნება ეს გზა],- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს „მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.

ამასთან, კირკიტაძის განცხადებით, ირაკლი ქარსელაძემ კონკრეტულად უნდა თქვას, როდის დაიწყება და დამთავრდება აღნიშნული გზა.

„გაკვრით ახსენეთ, რომ თბილისი-რუსთავის გზა იქნებაო. როდის იქნება, რამდენია ბიუჯეტში გაწერილი, სად არის ბიუჯეტში გაწერილი, 2024 წლის ბიუჯეტი შემოსულია და იქ თბილისი-რუსთავის გზის შესახებ არაფერი არ წერია. თანხა მოძიებული იყო, დაფინანსებულიც იყო ეს პროექტი და იმის გამო, რომ ასე გააჯანჯლეთ და ათ წელზე მეტი გავიდა, დონორმა ეს თანხა უკან წაიღო. ახლა, ამის დაფინანსება ბიუჯეტიდან მოგვიწევს, მაგრამ ბიუჯეტშიც რომ არ დევს ეს თანხა, ესაა საქმე, რაზეც გელაპარაკებით და აქ მადლობით იღვრება უმრავლესობის წარმომადგენლები. აბა ერთი, გადით იმ გზაზე და იმ საცობში გაჭედილ ადამიანებს კითხეთ, მადლიერია თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და მინისტრის, რომელიც ამხელა თანხას ხარჯავს და დღესაც ვერ გვეუბნება კონკრეტულად [როდის იქნება ეს გზა]. აი, კონკრეტულად გვითხარით რა თანხა ჯდება ამ გზის დასრულება, თბილისი-რუსთავის გზას ვგულისხმობ. როდის დაიწყებთ და როდის დაამთავრებთ. შეგიძლიათ, კონკრეტულად ეს ერთი რამე მაინც რომ გვითხრათ, რომელსაც მერე შეასრულებთ ოღონდ“,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხალხის აზრზე უნდა გადიოდეს.

„ძალიან ბევრი მადლობა მოვისმინეთ და ეს ხალხი მადლობას რისთვის გიხდიან, ვერ ვხვდები. თქვენ იღებთ ხელფასს, პრემიებს და 20-ჯერ მეტს, ვიდრე ქართველი პენსიონერი და ამ საქმესაც რომ არ ასრულებთ ჯეროვნად, მადლობა კი არ გეკუთვნით. სკოლების მშენებლობაო, ერთი მაინტერესებს, მადლობლები არიან რუსთავის მე-17 სკოლაში მოსიარულე ბავშვების მშობლები, რომლებსაც წლებია, უწევთ, რომ თავიანთი შვილები მე-10 სკოლაში ატარონ?- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება