დაცული ტერიტორიების სააგენტოში აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, აჯამეთის აღკვეთილის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში გაიმართა მსჯელობა, გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც, გარკვეულწილად, გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

„მენეჯმენტის გეგმის მიზანია აჯამეთის აღკვეთილისთვის გრძელვადიანი მიზნებისა და მის მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ.

აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდა.

დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის