რომან გოცირიძე - პარლამენტში 28 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, სამჯერ მეტი არაოფიციალური მილიონერი - მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელფასი მაღალი იქნება თუ დაბალი

პარლამენტში 28 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია "ქართული ოცნებიდან", სამჯერ მეტი არაოფიციალური მილიონერი. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელფასი მაღალი იქნება თუ დაბალი, სწორედ ამან შეუშალა ხელი ამ გადაწყვეტილების დროზე მიღებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება.

გოცირიძე აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მაშინ უნდა შემოსულიყო, როცა საჯარო სამსახურში სახელფასო რეფორმა განხორციელდა, თუმცა, მაშინ ეს "ქართულ ოცნებას" "არ აწყობდა."

"ხელფასების გაზრდაზე საუბარია მომავალი პარლამენტიდან, სადაც ვინ იქნება და ვინ არა, არავინ იცის, ამიტომ ამ საკითხზე კომენტირებას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტები არ ექნება. ყველა უწყებაში არის ხელფასები მომატებული და დღეს პარლამენტის წევრის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის ხელფასისა, უტოლდება კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის ხელფასს. ეს ცვლილებები მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა მთლიანად სახელფასო რეფორმა განხორციელდა, მაგრამ არ გააკეთა პარლამენტმა, რადგან ამ პარლამენტში 90 პროცენტი მუქთა მჭამელია, მოდიან, ღილაკს აჭერენ ხელს ივანიშვილის დავალებების შესასრულებლად, ამიტომ იყო უხერხული მათი მხრიდან დეპუტატების ხელფასზე საუბარი, მათ ეს არ აწყობდათ, რადგან ამ პარლამენტში 28 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია "ქართული ოცნებიდან" და სამჯერ მეტი არაოფიციალური მილიონერი. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პარლამენტში ხელფასი მაღალი იქნება თუ დაბალი, სწორედ ამან შეუშალა ხელი ამ გადაწყვეტილების დროზე მიღებას,"- განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება