მიხეილ სარჯველაძე - უცნაურად გაღიზიანდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, „მადლობებს“ რატომ იხდიან დეპუტატებიო - წინა ხელისუფლებას ნამდვილად არაფერი აქვს სათქმელი

უცნაურად გაღიზიანდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, „მადლობებს“ რატომ იხდიან დეპუტატებიო და ეს მგონი, მცდარი შეხედულების ტირაჟირების მცდელობაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ასეთი რიტორიკა უფრო მეტად პოპულიზმზეა გათვლილი და წინა ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ მიმართ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ეფექტიანად განხორციელების კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვს.

„აბსოლუტურად მართებულად მინისტრი, სამინისტრო უკლებლივ ყველა თანამშრომლის ჩათვლით, მადლობას იმსახურებს. რამდენიც არ უნდა იძახოს ახლა ბატონმა ბექა ლილუაშვილმა, რომ სადღაც პარკი გაკეთდა და იქ ხე გახმა, როდესაც ვიცით, იმ გამხმარ ხეს რა ეშველება და ხვალ რომ გაკეთდება, რასაკვირველია, სამინისტრო მადლობას იმსახურებს. მგონი არასდროს ზედმეტი არ არის ამ მადლიერების გამოცხადება. არც ვიცი, რა მიზანს ისახავს ასეთი რიტორიკა, რომელიც მეჩვენება, რომ უფრო მეტად პოპულიზმზეა გათვლილი ან დილეტანტურია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არის წმინდა წყლის დემაგოგიაც. მაგალითად, როცა ჩამოვთვლით, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში წყალი არ არის, წარმოუდგენელია, ვინმეს ეს უხაროდეს. ეს პრობლემა არსებობს და უბრალოდ შევადაროთ. ამ ხელისუფლების პირობებში როგორია მაგალითად ტემპი და ბიუჯეტის ხარჯვა იმ მიმართულებით, რაც არის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. წინა ხელისუფლებას ნამდვილად არაფერი აქვს სათქმელი და ხელისუფლებასთან ამ კუთხით სასაყვედურო“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება