ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას

ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება.

ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული საერთო რეფორმიდან.

„მე შემიძლია ზოგადი კომენტარი გავაკეთო, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული პარლამენტის წევრების ხელფასი და ეს უნდა გახდეს რაღაც ეტაპზე საერთო სისტემის ნაწილი. ცხადია, პარლამენტის წევრებიც და სხვა საჯარო მოხელეებიც ერთნაირი მიდგომის ნაწილი უნდა იყოს. თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი დეპუტატებზე,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორი თავად არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება