ანალენა ბერბოკი - კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ

კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა.

ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა.

„ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში გასამართ სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა.

„გვსურს უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა