USAID და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარების მიზნით ითანამშრომლებენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ USAID-ის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამასთან ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“, რომლის დაწყების ოფიციალური ცერემონია სტეფანწმინდაში გაიმართა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს, ამასთან სახელმწიფოს მხრიდან პროექტის იმპლემენტაციაში რვა საზოგადოებრივი კოლეჯი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული. შესაბამისად, ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა როგორც თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის, ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასა (GREDA) და პროექტში მონაწილე პარტნიორ ჰესებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

პროექტში მონაწილე მხარეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც ყურადღება პროფესიული სწავლებისა და ამ პროცესში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს და პირდაპირ კავშირშია კვალიფიციური კადრების მწვავე პრობლემის გადაჭრასთან.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პირველ ნაწილს მასპინძლობა დარიალი ჰესმა გაუწია, შესაბამისად პროექტის მონაწილეებს ჰესის უნიკალური ჰიდროტექნიკური ნაგებობის, გვირაბებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიების გახსნის ცერემონიას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის პროგრამების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი და პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.

„განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების ინიციატივა“ ორი სასწავლო პროფესიული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას ითვალისწინებს, რომელთა შორისაა ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორის მოსამზადებელ სასწავლო ტრენინგ პროგრამა და მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის კურსი. პროექტის დასრულების შემდეგ, 33 კვალიფიციური ტრენერი შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, 250 მსურველი საქართველოს 8 რეგიონში გადამზადდება. საერთო ჯამში, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, პროგრამა 1300-მდე მსურველის გადამზადების შესაძლებლობას აჩენს, რაც ამ ტიპის კვალიფიციური კადრების პრობლემასთან დაკავშირებულ გამოწვევას უპასუხებს.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო USAID-ს ჩვენი ქვეყნისა და სექტორის მუდმივი მხარდაჭერისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და პროექტში ჩართულ ყველა პარტნიორს. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ამ პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რადგან ენერგეტიკის სექტორში კადრების დეფიციტი დღითიდღე უფრო მწვავდება, მაშინ როდესაც მწვანე ენერგეტიკა მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება და მიმდინარე მოვლენების ფონზე, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მე დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელების შედეგად გადამზადებული ახალგაზრდები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაში,“ - აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.

„მოხარული ვართ, რომ საგრანტო შეთანხმებას ოფიციალურად მოეწერა ხელი და დღეს პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. დარწმუნებული ვარ, პროექტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ასევე კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისითაც, რომლის სიმცირე საქართველოს რეგიონებში ნამდვილად იგრძნობა. მადლობას ვუხდით USAID-ს ენერგეტიკული სექტორის და ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორ ასოციაცია GREDA-ს და პროფესიული უნარების სააგენტოს. ვიმედოვნებთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ენერგეტიკის სექტორში საკადრო პრობლემები აღარ იყოს სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა