Red Wings-ი სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ ავიარეისებს გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი 16 ნოემბრიდან სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ ავიარეისებს დაიწყებს, - ინფორმაციას რუსული მედია სამარას „კურუმოჩის“ აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„16 ნოემბრიდან ავიაკომპანია Red Wings -ი საქართველოს დედაქალაქში ყოველკვირეულ ფრენებს გეგმავს. ავიარეისები ხუთშაბათსაა დაგეგმილი. ფრენის ხანგრძლივობაა 2 საათი 45 წუთია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები „სუხოი სუპერჯეტის“ თვითმფრინავით შესრულდება, რომელშიც 100 სამგზავრო ადგილია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს